რა არის დაბრუნებადი ლიზინგი?

რა არის დაბრუნებადი ლიზინგი?

დაბრუნებადი ლიზინგი არის ლიზინგის ისეთი ფორმა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ქონების საწარმო-მესაკუთრე ფინანსურ სირთულეებში იმყოფება.

ამგვარი ოპერაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აპარატურის მფლობელი მას ყიდის ლიზინგის კომპანიაზე ჰყიდის, შემდეგ კი ისევ ქირაობს მას, რითაც მეპატრონედან მოიჯარედ იქცევა. განსხვავება დაბრუნებად ლიზინგსა და ჩვეულებრივ სალინზინგო გარიგებებს შორის, სადაც, როგორც წესი, სამი მონაწილეა: მეიჯარე, მოიჯარე და მიმწოდებელი, არის ის, რომ ობიექტის მიმწოდებელი და მოიჯარე დაბრუნებადი ლიზინგის დროს ერთი და იგივე კომპანიაა.

როგორ იწყება და რატომ არის საჭირო ეს ყველაფერი?

დაბრუნებადი ლიზინგი იწყება იმით, რომ ქონების მეპატრონე ჯერ ჰყიდის მას (ქონებას) მომავალ მეიჯარზეე, შემდეგ კი ის თავად ამ ნივთს იჯარით იღებს მყიდველისგან. ამრიგად, ერთი და იგივე ადამიანი მოქმედებს როგორც გამყიდველი და ამავდროულად, მეიჯარე. შედეგად, მხოლოდ აპარატურის მფლობელი იცვლება და მისი მომხმარებელი იგივე რჩება, იღებს რა დამატებით სახსრებს.

დაბრუნებადი ლიზინგი, როგორც ხედავთ, დამატებითი აქტივების შეძენისა და ამავდროულად, აპარატურის გამოყენების საშუალებას გაძლევთ. ის, ასევე საშუალებას მოგცემთ, დაარეგულიროთ საწარმოს აქტივები ქონების საბაზრო ფასით გაყიდვით, რაც მის სააღრიცხვო ღირებულებას აჭარბებს. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ლიზინგის ობიექტზე საკუთრების უფლება უბრუნდება მეიჯარეს.

რა სარგებლობა მოაქვს?

დაბრუნებადი ლიზინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მოიჯარე მიღებულ (გაათავისუფლეს) თანხებს მისი შეხედულებისამებრ იყენებს და ზოგავს გადასახადებზე იჯარით აღებული ლიზინგის ობიექტის აჩქარებული ამორტიზაციის გამო.

ასევე მოსახერხებელია, რომ დაბრუნებადი ლიზინგის შემთხვევაში, მოიჯარეს არ მოითხოვება ავანსის ან დეპოზიტის გადახდა, განსხვავებით ფინანსური ლიზინგის სტანდარტული პირობებისა.

ლიზინგის ობიექტის მოთხოვნები

სალიზინგო კომპანიის მიერ ქონების შეძენის პირობები მისი იჯარით გადაცემისთვის, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. უპირველეს ყოვლისა, საიჯარო კომპანია ითვალისწინებს ქონების ამორტიზაციის ხარისხსა და მის ლიკვიდურობას.

მოცემულ ქონებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს მეორადი ბაზარი. ეს მოთხოვნა უნდა იყოს იმ რეგიონის ბაზარზე, სადაც მისი გამოყენება მოხდება. აპარატურა არ უნდა იყოს უნიკალური ან იშვიათი.

ასევე უნდა არსებობდეს აპარატურის დემონტაჟის, მისი ტრანსპორტირებისა და ხელახლა ინსტალაციის ტექნიკური შესაძლებლობა მისი მნიშვნელოვანი ღირებულების დაკარგვის გარეშე, და რა თქმა უნდა, მისი გამოყენების კანონიერება. აპარატურის გამოყენება ნებადართული უნდა იყოს ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ. აპარატურა უნდა შეესაბამებოდეს გარემოსდაცვით ყველა მოთხოვნას.

დაბრუნებადი ლიზინგის სარგებლიანობა

ქონებით უზრუნველყოფილ სესხთან შედარებით, დაბრუნებადი ლიზინგის ხელშეკრულება უფრო სარისკოა (ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გამო), მაგრამ რისკი შეიძლება ანაზღაურდეს გადასახადების დაზოგვით.ამ ტიპის ლიზინგი წარმატებით გამოიყენება კაპიტალის ინვესტიციების დასაფინანსებლად, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საწარმოები განიცდიან ფინანსურ სირთულეებსდაბრუნებადი ლიზინგის გაფორმება საშუალებას გაძლევთ გადალახოთ გაუხდელი თანხების პრობლემ და განაახლოთ წარმოების პროცესი ან მოახდინოთ წარმოების მოდერნიზება და მნიშვნელოვნად გაზარდოთ საწარმოს კონკურენტუნარიანობა. ვინაიდან საკუთრებაზე უფლება, რომელიც წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულების უზრუნველოფას, ეკუთვნის სალიზინგო კომპანიას, ამგვარად, დაფინანსების ეს მეთოდი მისთვის ნაკლებად სარისკოა, ხოლო საგადასახადო ოპტიმიზაციის გამო, ეს კლიენტებისთვის გაცილებით მომგებიანია, ვიდრე სესხი.დაბრუნებადი ლიზინგი არის საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ეფექტური და შედარებით იაფი გზა, ამ ტიპის ფინანსური იჯარის გამოყენება შესაძლებელია სესხის ალტერნატივად, —კომპანიის სამუშაო კაპიტალის შესავსებად.

ბმული წყაროზე: 

https://www.nibusinessinfo.co.uk/content/types-leasing

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1549